დღეს, 13 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მადლობას უცხადებს მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საზეიმო ვითარებაში გადასცემს მადლობის სიგელს.
მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა ანტიკური პერიოდის თიხის ჭურჭელი. აღნიშნული ჭურჭელი 1980-იან წლებში მტკვრის ხეობაშია აღმოჩენილი.