დღეს დილით, თბილისის 62-ე სკოლაში, რომელიც შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული ბავშვი ჯერ დაუდგენელი სახის გაზით მოიწამლა.
დილით, სკოლის მეოთხე სართულზე გაზის სუნი იგრძნობოდა, რის შემდეგაც ბავშვებსა და მასწავლებლებს მოწამვლის სიმპტომები თავბრუსხვევა, გულის რევა და ცრემლდენა დაეწყოთ.
დაზარალებულია რამდენიმე ათეული ბავშვი, რომლებიც იაშვილის სახელობის კლინიკას და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ყველა მოსწავლე სკოლის შენობიდან ევაკუირებულია. სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. სკოლასთან მობილიზებულია კრიმინალისტიკური ჯგუფი და სასწრაფო დახმარება.