"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის მზად არის", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„უმრავლესობა შეხვედრისთვის მზად არის“, - განაცხადა ბესელიამ და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეხვედრის შინაარსს ნუ ჰკითხავენ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი უმრავლესობას შეხვედრას 4 ოქტომბერს 16:00 საათზე სთავაზობს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.