მსოფლიო ეკონომიკური კვლევის თანახმად, სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო 87-ე ადგილზეა და ამ მონაცემებით 24 პუნქტითაა ჩამოქვეითებული.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და რეფორმები შეჩერებული ან გაჭიანურებულია.
“იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არის სერიოზული პრობლემები, წლებია ვსაუბრობთ. არ ხდება ამ პრობლემების მოგვარება, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ რეფორმა გაჭიანურდა და მთელი რიგი რეკომენდაციები არ არის ამოქმედებული. ვფიქრობ, ეს პირდაპირ კავშირშია ამ შედეგთან, რომელიც მივიღეთ. ანუ სასამართლო სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და რეფორმები შეჩერებული ან გაჭიანურებულია", -განაცხადა ნანუაშვილმა.