ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ხვდება. საპყრობილეში შესვლამდე ადვოკატმა „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში, უნდა გავარკვიო, ცხის ადმინისტრაციამ მოაგვარა თუ არა მისი პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, მას ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ მიეცა. ადმინისტრაციის განმარტებით, ტექნიკური პრობლემა უხვი ნალექის გამო წარმოიქმნა, რაც საეჭვოა. ამ პრობლემის გამო დეკანოზმა საკვების და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა. შესაბამისად, მაინტერესებს, ეს პრობლემები თუ არის აღმოფხვრილი და საკვებს თუ იღებს.
ამას გარდა, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ხვალ დაახლოებით, 3 საათზე სააპელაციო სასამართლოში საჩივარს შევიტანთ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მიხეილ რამიშვილმა.