2 ნოემბერს, იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 23 წლის გიორგი კიპაროიძის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი აცხადებს, რომ დაშავებულს სასწრაფო ოპერაციები ესაჭიროება, თუმცა მათ მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ.
უბედური შემთხვევა სოფელ იგოეთთან მოხდა. ავტოავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის 11 მგზავრიდან მხოლოდ ორი გადარჩა.
სამარშრუტო ტაქსს ტრაილერი შეეჯახა.