კატალონიაში საარჩევნო უბნებთან რიგები მათ გახსნამდე დადგა. სკოლებთან, სადაც საარჩევნოვნო უბნებია მოწყობილი, პოლიციის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში ტრაქტორები დააყენეს. კატალონიის ხელისუფლება მოსახლეობას აქტივობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მადრიდის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლასა და აგრესიას მშვიდიდობიან წინააღმდეგობას დაუპირისპირებს. საარჩევნო უბნები რეგიონში რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. რეფერენდუმზე ამომრჩეველმა კითხვა უნდა გასცეს პასუხს, სურს თუ არა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გამოყოფა.