ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ჯერ არ გადაუციათ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია დოკუმენტის გადმოსაცემად კიდევ 20 დღეს მთხოვს, მაშინ, როცა ეს ჯერ კიდევ ივლისში უნდა გაეკეთებინათ. წარმოიდგინეთ, რას უშვებიან ისინი სხვა მოქალაქეებს. ამის მერე კიდევ მე მეუბნებიან, რომ სასამართლოს უნდა მივმართო. საინტერესოა, როგორ გავაკეთო ეს ამ დოკუმენტების გარეშე,“-წერს სააკაშვილი.