1 ოქტომბერს კატალონიის რეფერენდუმში მონაწილეობის შესაძლებლობა 5,3 მილიონ ამომრჩეველს მიეცემა. ამის შესახებ ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟენერალიტეტის წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა განაცხადა. მისივე თქმით, კატალონიაში 2315 საარჩევნო უბანი დილის 9 საათზე გაიხსნება და 20 საათზე დაიხურება. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალური მადრიდი ეწინააღმდეგება. ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას არ დაუშვებს.