ბელგიის დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თავი ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა. აბორტის მომხრეებმა საპროტესტო აქციაზე ყველა ევროპული ქვეყნისთვის თანაბარი უფლებები მოითხოვეს. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ამ დრომდე აკრძალულია ან ასეთი შემთხვევებისთვის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვაა დაწესებული.