ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ფხენიანის წარმომადგენლები სარაკეტო კრიზისზე იმსჯელებენ. ვიზიტს უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონი და შეხვედრა დადებითად შეაფასა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერის განცხადებით, თუ რუსეთი შეძლებს ჩრდილოეთ კორეის სწორი მიმართლებით წაყვანას, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი სარაკეტო კრიზისში ნეიტრალური ევროპული ქვეყნების მედიაციას შესაძლებლად მიიჩნევს. ამ ინიციატივით სერგეი ლავროვი გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა.