პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა მხიარულ ფერებში გაანათეს. ეიფელის კოშკს გუშინ 300-მემილიონე მნახველი სტუმრობდა. ღირშესანიშნავი მოვლენა პარიზელებმა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს. ეიფელის კოშკთან მუსიკალური შოუ გაიმართა. სახალხო სეირნობები საფრანგეთის დედაქალაქში მთელი ღამე გაგრძელდა.