იმ შემთხვევაში, თუ შეერთბული შტატები აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თეირანი შესაძლოა ბირთვული შეთანხმებიდან გავიდეს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მოჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, უმჯობესია ვაშინგტონმა შეთანხმების პირობები შესრულოს. მანამდე ანალოგიური განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენმა ჰასან როუჰანიმ გააკეთა.