„ტვიტერმა“ რუსეთში 201 აქაუნთი დახურა. აქაუნთები იმ მომხმარებლებს ეკუთვნოდათ, ვინც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პოლიტიკური ხასიათის ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა.
რუსეთში აქაუნთების დახურვის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ ხელმძღვანელებმა სენატის საგამოძიებო კომიტეტში გააკეთეს.
“ტვიტერი პატივს სცემს საარჩევნო პროცესს, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედს და გააგრძელებს პლატფორმის გაძლიერებას მანიპულაციის იმ გამოვლინებების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ წესებს არღვევენ,”- ნათქვამია სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.