ანკარაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის კრიზისი იყო.
კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ სირიაში ომის დასრულების წინაპირობა უკვე არსებობს. მისივე თქმით, სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე შეთანხმება რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი წარმატებაა.
რუსეთი, თურქეთი და ირანი ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. „დეესკალაციის ზონის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ივლისიდან დღემდე სირიის სხვადასხვა რეგიონში დეესკალაციის რამდენიმე ზონაა შექმნილი.