ბრექსიტი სახიფათო პრეცედენტია, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის რღვევა გამოიწვიოს. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა საგანგაშო სიგნალია ბრიუსელისთვის, რადგანაც ამით შესაძლოა ევროკავშირის დაშლის პროცესი დაიწყოს,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.