ვინიცის საბრძოლო მასალების საწყობს, რომლის მესამედიც ხანძარმა გაანადგურა, ნასვამი ოფიცრები იცავდნენ. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა. მისივე თქმით, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, პოსტი ორ ოფიცერს დაატოვებინეს, რომლებიც ხანძრის გაჩენის მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.