ჰაიდი ტალიავინი დღეს ევროპარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება.
რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებულ დასკვნას ევროპელ დეპუტატებს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დახურულ სხდომაზე პირადად გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში უკვე გაიმართა ტალიავინის კომისიის დასკვნის პირველი განხილვა.
ტალიავინის კომისიამ რუსეთ-საქართველოს ომზე დასკვნა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.