14-15 ივლისს, ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა. როგორც საგრეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, რეგიონალური და მრავალხმრივი თანამშრომლობის ძირითად თემებს.
"ბერნარ კუშნერის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია საუბრები, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებზე, ისე რეგიონალურ და მრავალხმრივი თანამშრომლობის ძირითად თემებზე", - განაცხადა ჯალაღანიამ.
საქართველოში კუშნერის ვიზიტი 14 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.