პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ, 13 ივლისს, გამართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს 12 ივლისს ეწვევა.
"ვიტის ფარგლებში გათვალისწინებულია, შეხვედრები საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან. იგეგმება, როგორც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრის განხილვა, ასევე ჩვენ შორის თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა, ევროპულ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, უპირველესად ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ეს პირველი ვიზიტი იქნება პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობს.