ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში უბედური შემთხვევა მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 24 წლის ვახტანგ მახარაშვილი ამწეზე მუშაობდა, რა დროსაც ამწის ნაწილი მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მავთულს წამოედო და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მახარაშვილი ერთ-ერთი კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები.
ვახტანგ მახარაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნიდან იყო. მისი ცხედარი ვაზისუბანში უკვე გადაასვენეს. ოჯახს მის გარდა სხვა შვილი აღარ ჰყავდა. ვახტანგ მახარაშვილის ძმაც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 2005 წელს მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა და მახარაშვილის ძმა თავის სამ მეგობართან ერთად მაშინ გარდაიცვალა.