პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარები გაკეთდა. საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
"დღეს, იწყება პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის საქართველოში ვიზიტი, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია, შეხვედრები საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან. იგეგმება, როგორც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრის განხილვა, ასევე ჩვენ შორის თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა, ევროპულ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, უპირველესად ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თბილისს ეწვევა. პოლონელი მინისტრი საქართველოში 17:10 საათზე ჩამოვა.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.