აშშ "დაინტერესებულია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებით", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.
გორდონმმა ტელეკომპანია რუსთვი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება აშშ-ს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია, ის ასევე დიდ მნიშვნელობისაა თავად რუსეთის ფედერაციისათვის და ვმო-სთვის".
თუმცა იმავდროულად გორდონმა აღნიშნა, რომ "აუცილებელია ერთობლივად გადაიჭრას ის საკითხები, რომელიც საქართველოს _ ვმო-წევრ ქვეყანას _ რუსეთთან ეკონომიკის სფეროში გააჩნია და რომელიც ქართული ღვინის, მინერალური წყლის და სხვა პროდუქციის ემბარგოს ეხება".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას ეხებოდა ნათქვამი იყო, რომ "ვმო-ში გაწევრიანება რუსეთის დემოკრატიის წესების დაცვას აიძულებს",
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს კანონის დაცვას, კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესებას, გამჭვირვალეობას და "გახდება იმპულსი დემოკრატიული უფლებების ნორმების მკაცრი დაცვისთვის". აშშ კვალვაც მხარს დაუჭერს რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და არ დამალავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით გამოწვეულ შეშფოთებას.
"აშშ-ს მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს რუსეთს და მის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ და ღია პარტნიორად", - ნათქვამია მოხსენებაში.
რუსეთს აქვს შესაძლებლობა უახლოესი კვირეების განმავლბაში მოხსნას უთანხმოება, პარტნიოერებთან ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის ირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა განაცხადა.
25 ივნისს ვაშინგტონში, რუსეთიოს პრეზიდენტის ვიზიტისას, მედვედევმა განაცხადა, რომ 2010 წლის 30 სექტემბრისთვის შეთანხმებული იქნება ყველა საკითხი რუსეთის ვმ-ში გაწევრიანებაზე