თბილისში, 04:00 საათზე ბარათაშვილის ხიდიდან 65 წლის მამაკაცი გადახტა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს სამაშველო სამსახური ადგილზე ოპერატიულად მივიდა და მაშველებმა მისი ამოყვანა, რამდენიმე წუთში შეძლეს.
მამაკაცს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.