ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გუნდი გახდა, რომელმაც სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში "სოკერ სიტი სტადიუმზე" ანგარიშით 1:0 ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. ასევე 0:0 დასრულდა მატჩის დამატებითო დროის პირველი ტაიმი.
მეორე დამატებითი ტაიმში 109 წუთზე მსაჯმა მოედნიდან გააძევა ჰოლანდიელი ჟონ ხეიტინგი.
115 წუთზე ანდრეს ინესტამ ესპანეთის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ესპანეთის ნაკრები: ირეკ კასიალიასი, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხოან
კაპდევილა, სერხიო რომასი, ანდრეს ინესტა, ხავი, ხაბი ალონსო (ფაბრეგასი),
სერხიო ბუსკეტსი, დავიდ ვილია (ტორესი), პედრო როდრიგესი (ნავასი. 60)
ჰოლანდიის ნაკრები: მარტენ სტეკელენბუტგი. გრეგორი ვან დერ ვილი, ჟონ
ხეიტინგი, იორს მატეისენი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, მარკ ვან ბომელი,
უელსისეინდერი, ნაიჯელ დე იონგი, დირკ კაიტი (ელია), რობინ ვან პერსი, არენ
რობენი.
მატჩი მსაჯი ჰოვარდ ვები (ინგლისელი).