დღეს, 12 ივლისს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლონეთის საელჩოში განუცხადეს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
სიკორსკი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი ყახაზეთში.
რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში გიმნაზია დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლობდა. 1986-89 წლებში გამოცემების " Spectator " და " Observer " ავღანეთში, ანგოლაში და იუგოსლავაიში კორესპონდენტად მუშაობდა. 1990-91 წლებში იყო პოლონურ გაზეთის " World Press Photo " კორესპონდენტი და პოლონეთის მედიამაგნატის როპერტა მიოდოკას მრჩეველი. 1992 წელს სიკორსკი პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, 2005 წელს კი პოლონეთის სენატში იქნა არჩეული, ხოლო ამავე წლის 31 ოქტომბერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. 2007 წლის 16 ნოემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
ჰყავს ცოლი, ამერიკელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ლაურიატი პულიცერის პრემიის ენნ ეპლბაუმი და ორი შვი
.