დღეს, 13 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" ცეკავშირი რიგით 25-ე ყრილობას გამართავს.
ყრილობაზე, ყველა რაიონში ახალი კორპორაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების საკითხი განიხილება.
ყრილობის მონაწილეები აგრეთვე ვრცლად განიხილავენ ახალი კორპორაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების როლს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში.