ინდიანას უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი, ლუკას კავარი 58 საათის განმავლობაში მღვიმეში იყო ჩაკეტილი.
მას არც საკვები ჰქონდა და არც წყალი, ამიტომაც, გადარჩენისთვის 3 დღე-ღამე მღვიმის კედლებს ლოკავდა.
FOX59 -ის ინფორმაციით, სპელეოლოგთა ადგილობრივი კლუბის ორგანიზებით მოწყობილ ექსკურსიაზე კავარი გამოეყო ძირითად ჯგუფს და როდესაც მან გამოსასვლელს მიაღწია აღმოაჩინა, რომ ჩაკეტილი იყო. სტუდენტის განცხადებით, მისი ტელეფონი არ იჭერდა და ამის გამო, 3 დღე-ღამის განმავლობაში ყვიროდა, რათა ვინმეს მისი ხმა გაეგონა.
"როგორც კი შევნიშნე წყლის წვეთები კედელზე, მივხვდი, როგორც უნდა
მოვქცეულიყავი",- განაცხადა სტუდენტმა.
კავარი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა, ეძინა და ეძებდა წყალს.
სპელეოლოგები მღვიმეში 3 დღის შემდეგ, შემთხვევით დაბრუნდნენ და მღვიმეში ჩაკეტილი ლუკას კავარი იპოვს.