კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას საფლავის წინ დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები თბილისის მერიამ დაფარა. დაკრძალვის ცერემონია 14:00 საათზე ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, საიდანაც ქართველი კომპოზიტორის ცხედარ დიდუბის პანტეონში გადასვენეს.
სამების საკთედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარსმა ილია მეორემ სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ქართველ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე 8 ივლისს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წელს 29 ივლისს ქ. სიღნაღში. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1981 წელს ზაქარია ფალიაშვილის, ხოლო 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გახდა. 1996 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქე. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2003 წელს, თბილისში ფილარმონიის წინ, ბიძინა კვერნაძის სახ. ვარსკვლავი გაიხსნა.
პირველი აღიარება მას 1959 წელს „ამიერკავკასიის მუსიკალურ გაზაფხულზე" შესრულებულმა სავიოლინო კონცერტმა მოუტანა. ეს ნაწარმოები, შემდეგში, „ცეკვა-ფანტაზიასთან" ერთად, არაერთხელ აჟღერდა უცხოეთის საკონცერტო დარბაზებში:
ქართული კინომუსიკის შედევრადაა მიჩნეული მუსიკა მრავალსერიანი ქართული ფილმისა „დათა თუთაშხია".
ბიძინა კვერნაძე თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. დაწერილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და დრამატული სპექტაკლებისათვის.