გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მიღწეული შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს. ამის შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ფეხბურთელები სახლში "ძალიან კარგ ხასიათზე" ბრუნდებიან.
"ჩვენ მივაღწიეთ იმაზე მეტს, რასაც ალბათ მოველოდით. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ყველა გაოცებული იყო, მაგრამ ჩვენ ამ ტურნით ბოლომდე კმაყოფილები ვართ. ახლა გაოცების დრო არ არის", - განაცხადა ლოვმა.
რაც შეეხება გერმანია-ურუგვაის მატჩს, როგორც გერმანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, "ორივე გუნდა გამარჯვება უნდოდა, რომ სახლში ცარიელა ხელებით არ დაბრუნებულიყვნენ".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ერთმანეთს გერმანიის და ურუგვაის ნაკრები დაუპირისპირდა. მატჩი გერმანელებმა 3:2 მოიგეს. მანამდე კი გერმანიის ნაკრები ნახევარ ფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება სადაც ერთმანეთს ესპანეთი-ჰოლანდია შეხვდებიან. მატჩი თბილისი დროით 22:45 საათზე დაიწყება.