მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის, ლუის ფელიპე პუენტეს განცხადებით, სტიქიამ 320 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მეხიკოში აღინიშნა, სადაც მიწისძვრამ 182 ადამიანი შეიწირა.
7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მექსიკაში გასულ კვირას მოხდა.