ურუგვაის ნაკერებმა დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ყველა გუნდს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს. ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის აღნიშნული კომენტარი FIFA ოფიციალურმა საიტზე გაავრცელდა.
ტაბარესის თქმით, ურუგვაის ნაკრებმა თავის შემართება გერმანიის ნაკრებთან მესამე ადგილზე გამსვლელ მატჩზე აჩვენა.
"მატჩზე ორივე გუნდმა მოგებისთვის ყველაფერი გააკეთა. ჩვენ ერთი შეცდომით მეტი დავუშვით, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რა შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მსოფლიოში ყველა ნაკრებს კონკურენცია გაუწიოთ", - განაცხადა ურუგვაის მწვრთნელმა.
ტაბარესის თქმით, მან ურუგვაელი უცნობი ქალისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა - "მადლობა, მადლობა, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეცვალეთ".
"მე გაოცებული ვიყავი ამ წერილით, ეს იყო ლამაზი სპორტის დ იმ სერიოზული სამუშაოს პასუხი, რომელიც ჩვენ გავწიეთ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ მესამე ადგილისთვის ბრძოლა გერმანის ნაკრებთან 2:3 წააგო, თუმცა მატჩის დაწყების პირველ ნახევარში 2:1 იგებდა.