დონალდ ტრამპის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად ტელეკომპანია „ეი-ბი-სი ნიუსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა 66 პროცენტი პრეზიდენტის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ ტრამპს ქვეყანაში განხეთქილება შეაქვს. გამოკითხულთა 59 პროცენტი კი აცხადებს, რომ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.