რუსეთმა სირიაში მორიგი დანაკარგი განიცადა. „ისლამურ სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციისას გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასაპოვი სირიის სახელისუფლო ძალებს დეირ-ეზ-ზორის გათავისუფლების ოპერაციის მართვაში ეხმარებოდა. მან სასიკვდილო ჭრილობები ნაღმის აფეთქებისას მიიღო. ასაპოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 1983 წლიდან მსახურობდა. 1992-1993 წლებში ის ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, 2000-2002 წლებში კი აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.