ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყის შემადგენლობიდან განგამოყოფის შესახებ დღეს რეფერენდუმი ჩატარდება. გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, ოფიციალური ბაღდადი და ანკარაც.რეფერენდუმს უარყოფითად აფასებს გაეროც. ერაყის ქურთისტანის ლიდერს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც.