გაეროს რეფორმირებისას არ უნდა დავარღვიოთ მისი მთავარი მიზნები, - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა. სერგეი ლავროვის თქმით, ,,გაეროს, რომ ზედმეტი ქონი აქვს, ეს დიდი ხანია ახალი არავისთვისაა“ .
ლავროვმა განმარტა, რომ ეს სიტუაცია 193 წევრი ქვეყნის სურვილიდან გამომდინარეობს - იყოს ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრი.
ამას გარდა ლავროვმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებას მიუდგეს გაეროს რეფორმირებას დიდი სიფრთხილით.
,,როდესაც ამ ქონის ჩამოჭრას დავიწყებთ, შემთხვევით ცოცხალი ორგანიზმიც არ მივაყოლოთ“, - განაცხადა მან სატელევიზიო ინტერვიუში.
ნიუ-იორკში, გაეროს რეფორმირების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტმა წამოჭრა, რასაც 142-მა წევრმა სახელმწიფონმ დაუჭირა მხარი.