აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ტეფტი მოსკოვს ერთ კვირაში დატოვებს. ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ,,ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
დიპლომატის განცხადებით: ,,რუსეთში მუშაობა არ იყო იოლი, თუმცა გვაჩუქა მრავალი შესანიშნავი შთაბეჭდილება, კარგი ნაცნობები და მეგობრები.. ეს იქნება რუსეთში გატარებული წლების უთბილესი მოგონებები“, - ამბობს ტეფტი.
ახალი ელჩი მოსკოვში ჯონ ხანტსმანი იქნება. მისი კანდიდატურა სენატს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გასცა სავარაუდო თანხმობა მის მოსკოვში მუშაობასთან დაკავშირებით.