აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჩრდილოეთ კოერასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეირანთან დადებული შეთანხმება არ მუშაობს.
„ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელმაც შეიძლება ისრაელს მიაღწიოს. ისინი ასევე მუშაობენ ჩრდილოეთ კორეასთან. დიდი ვერაფერი შეთანხმება გვქონია,“- დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. ამასთან მან არ დააზუსტა, თეირანი ფხენიანთან რა სფეროში თანამშრომლობს.
23 სექტემბერს ირანმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, ახალი ბალისტიკური რაკეტა მაინც გამოსცადა.