საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. განცხადება ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ბიუროს ასისტენტმა მარინა დავითაშვილმა გააკეთა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პოლიტიკოსთაგანია, რომლებმაც გერმანიის გაერთიანების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს.
ადრე შევარდნაძე აცხადებდა კიდეც, რომ ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე გამგზავრებას გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლელმა ანგელა მერკელმა უკვე გამართა შეხვედრა იმ პოლიტიკოსებთან, რომლებმაც 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრებაში წამყვანი როლი შეასრულეს. მერკელი უკვე შეხვდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ექს პრეზიდენტს მიხეუილ გორბაჩოვს, აშშ-ს ექს-პრეზიდენტს ჯორჯ ბუსს (უფროსს) და გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუნდ კოლს.
აღსანიშავია, რომ გერმანული კინოკომპანია ედუარდ შევარდნაძის შესახებ ფილმს იღებს. თავად შევარდნაძე აცხადებდა, რომ სწორედ ფილმის გადაღებებისათვის მან 14 წლიანი შესვენების შემდეგ მან გურიაში მდებარე თავისი მშობლიური სოფელი მამათი მოინახულა.