დღეს, თბილისის დროით, 22:45 წუთზე, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში "სოკერ სიტი სტადიუმზე" მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩს ინგლისელი რეფერი, ჰოვარდ ვები განსჯის.
უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან ჰოლანდიელებს და ესპანელებს მუნდიალზე ჯერ მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. საინტერესოა, რომ ესპანელებმა 1-ელად შეძლეს საფეხბურთო მუნდიალის ფინალში გასვლა. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, აქამდე ევროპულ გუნდებს ევროპის გარდა სხვა კონტინენტზე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგიათ, რაც 1-ელად სამხრეთ აფრიკაში მოხდება, რადგან ორივე ფინალისტი - ესპანეთი და ჰოლანდია ევროპის წარმომადგენლები არიან. დღევანდელი ფინალის შემდეგ ევროპელები სამხრეთ ამერიკელებს გაუსწრებენ და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გამარჯვება დაუგროვდებათ, როგორც ცნობილა, ამ კომპონენტში აქამდე ანგარიში თანაბარი - ცხრით-ცხრა იყო. დღევანდელ ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ მუნდიალის საკუთესო ბომბარდირობის და ე.წ ოქროს ბუცის მაძიებელბი, ჰოლანდიელი ვესლი სნაიდერი და ესპანელი დავიდ ვილია წარსდგებიან, ორივე მათგანს მიმდინარე მუნდიალზე ხუთ-ხუთი გოლი აქვთ გატანილი და იმ შემთხვევაში, თუ თავის გამოჩენას დღესაც მოახერხებენ, "ოქროს ბუცს" დაისაკუთრებენ.
თუ დღევანდელ ფინალში ესპანეთის ნაკრები გამარჯვებას მოახერხებს იგი გახდება მეორე გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას მოახერხებს მსგავსი რამ 1974 წელს, გერმანელებმაც შეძლეს. იმ შემთხვევაში თუ მატჩის ძირითად დროში ჰოლანდია გაიმარჯვებს მას 100% - იანი შედეგი ექნება. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა მიმდინარე მუნდიალზეც და საკვლაიფიკაციო ეტაპზეც ყველა მატჩის მოგება მოახერხეს, ასეთივე შედეგი 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებსაც ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელები და ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედრილან, ორივე მათგანმა ოთხ-ოთხჯერ მოახერხა გამარჯვება, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.