დღეს, 11 ივლისს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების მედიაცენტრში მედიისათვის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების კომპიუტერიზებული ნაწილის დემონსტრირებას. (კოსტავას 77) მოახდენს.
ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოცდის კომპიუტერიზებული ნაწილის პრეზენტაციას, ასევე გაეცნონ პროფესიული უნარების ტესტის დავალებების ნიმუშებს.
მედიის წარმომადგენლების კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები უპასუხებენ.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წელს პირველად ჩატარდება. მასწავლებლები და პედაგოგობის მსურველები პროფესიული უნარების ტესტსა და შესაბამის საგნობრივ ტესტებს ჩააბარებენ.
2010 წელს სასერტიფიკაციო გამოცდას ქართულის, მათემატიკისა და უცხოური ენების პედაგოგები გაივლიან.
უცხოურ ენებში ლაპარაკისა და მოსმენის გამოცდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდება, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.