სამხრეთ აფრიკაში პორტ ელიზაბედის "ნელსონ მანდელა ბეი" სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონტის ბრინჯაოს მედლის მფლობელი დღეს გამოვლინდება.
გერმანიის ნაკრები ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოში ცნობილი რვაფეხა "პაული" მატჩში გამარჯვებას გერმანელ ფეხბურთელებს უწინასწარმეტყველებს.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში გრიპის ეპიდემიაა. აღნიშნულის გამო ნაკრების ვარჯიშზე არ გამოჩენილა მთავარი მწვრთნელი იოჰან ლევი, ასევე მცველი ფილიპ ლამი და თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი.
რაც შეეხება გერმანელთა ფორვარდს მირიოსლავ კლოზეს, რომლსაც აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელი რონალდოს (15 გოლი) რეკორდი მოხსნას ზურგის ტრამვა აწუხებს, რის გამო მასაც მოუხდა ვარჯიშის გაცდენა.
უნდა აღინიშნიოს, რომ ესპანელებთან დამარცხებამ გერმანელზე უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. გუნდის კაპიტანმა ლამმა განაცხადა, რომ მას "ბრინჯაოსათვის" ბრძოლის არავითარი სურვილი არ გააჩნია.
საპირისპირი განწყობაა ურუგვაილეთა რიგებში, რომლებსაც მატჩის მოგება აქვთ გადაწყვეტილი.
მასალის გამოყენების პირობები