შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყესელაშვილმა დღეს ამ პოსტზე ოფიციალურად ზურაბ არსოშვილი წარადგინა. ტყეშელაშვიმა არსოშვილს პრიორიტეტები კიდევ ერთხელ შეახსენა და შიდა ქართლის რეგიონში არსებული პრობლემების დროულად გადაწყვეტა მოსთხოვა.
"ზურაბ არსოშვილი კარგად იცნობს აქაურობას და ამ რეგიონს. ეჭვი არ მეპარება რომ ის გამოწვევები და პრობემები რომელიც დღეს ამ რეგიონის წინაშე დგადს დროულად გადაწყდება. პრობლემებია გზების, წყლის, კანალიზაციის მიმართულებით და ამ პრობლემებს დროულად გადაწყვეტა ესაჭიროება. გარკვეული პრობლემებია ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სექტორშიც", _ განაცხადა ახალი გუბერნატორის წარდგენისას დავით ტყეშელაშვილმა.
ზურაბ არსოშვილის წარდგენას დღეს ძველი გუბერნატორი ლადო ვარზელაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც არსოშვილს წარმატებები უსურვა.
თავად ზურაბ ასოშვილი მზადაა მის წინასე მდგარი გამოწვევები დროულად გადაწყვიტოს.
"ჩემთვის ეს არის დიდი პასუხიმსგებლობა ხალხისა და პრეზიდენტის წინაშე და იმედი მაქვს რომ მათ იმედებს გავამართლბ, რასაც ბევრი შრომა ჭირდება", _ განაცხადა ასოშვილმა
ზურაბ არსოშვილის ბიოგრაფია
ზურაბ აროსშვილი დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს. დაამთავრა თსუ და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. ისტორია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2009 წლის მაისიდან იყო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი. 2008- 2009 საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით იყო თბილისის მერის მოადგილე. 2007-2008 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი. 2007 წელს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი.
2006-2007 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2005-2006 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი. 2004-2005 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ქ. თბილისის პირველი განყოფილების უფროსი. 2004 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ოპერატიული თანამშრომელი. 2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს, სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორად, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორად.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი