ბათუმის ბიუჯეტი 16 მლნ 400 ლარით გაიზრდა. ბიუჯეტის გაზრდას ბათუმის საკრებულომ დღეს უყარა კენჭი და საბოლოოს ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტი 162 მლნ. ლარით განისაზღვრა.
ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ზრდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერისა და აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების ხარჯზე მოხდა.
გაზრდილი თანხა ქალაქის კომუნალურ და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას მოხმარდება.