რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი სეპარატისტებს ურჩევს, თავიანთ ბელადს, ვლადიმერ ვლადიმერის ძეს მოუსმინონ.
"ჩვენ გვესმის სხვადასხვა უცნაური განცხადა: არ გავინტერესებს, არ წავიკითხავთ, არ დაველაპარაკებით, არ გვინდა და ა. შ. ყველამ თავის სახელით უნდა ილაპარაკოს ან მოუსმინონ რას იძახის მათი ბელადი ვლადიმერ ვლადიმერის ძე. ის კი იძახის, რომ დიალოგი აუცილებელია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას იაკობაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე შემუშავებული სამოქმედო გემის მექანიზმებზე მუშაობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის და დიალოგის აღდგენა უფრო აქტიურად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა 3 ივლისს დაამტკიცა.