რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთს დიალოგის აღსადგენად მხოლოდ ორ პირობას უყენებს. ამის შესახებ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს ყველა ჩვენს მეგობართან და მეზობელთან, პირველ რიგში მეზობლებთან. ამიტომ, რაც უფრო ადრე შეეშვება რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მტრულ პოლიტიკას, მათთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა კრემლის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვონ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა და მაგრამ არის ორი პირობა - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ჩვენ არანაირ სხვა პირობებს არ ვაყენებთ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.