საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა.
ნათელაშვილმა ჟურნალისტებისათვის აეროპორტში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პოლიტიკური წრეების, გაეროს წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან.
მისივე თქმით, შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო არსებული მძიმე მდგომარეობიდან.
"შეხვედრები შედგება აშშ-ს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, საზოგადოებრივი წრეებთან, აგრეთვე გაეროში. შეხვედრის თემა არის უცვლელი _ როგორ გადავარჩინოთ საქართველო, როგორ გავაერთიანოთ ამერიკის, გაეროს, რუსეთის ძალისხმევა დაშლილი საქართველოს აღსადგენად და როგორ გამიოვიდეთ იმ დიქტატურული რეჟიმიდან, რომელშიც თავი ამოვყავით", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.