რეინგეტრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობშვილი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს ჩამოყალიბდეს უნდათ თუ არა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებს წინ იაკობაშვილმა განუცხადა, რუსეთის ხელისუფლებაში ერთი მხარე იძახის, რომ სურთ მათ საქართველოსთან დიალოგი, ხოლო მეორე მხრე უარყოფს.
"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის, მაგრამ რუსეთის მთავრობა იპრანჭება და ხან მოსწონთ სააკაშვილი და ხან არა. ხან უნდათ ჩვენთან დალაპარაკება ხან კი უარს აცხადებენ, ამიტომ ჯერ ჩამოყალიბდნენ და თუ სურვილი ექნებთ დიალოგის განახლების კარგად იციან სად ვართ, აქვთ ჩვენი ტელეფონის ნომრებიც, მისამართიც და თუ სურვილი ექნებათ მათთან ურთიერთობისთვის ჩვენ მზად ვართ", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
იაკობაშვილმა ლავროვს შეახსენა, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა იმიტომ გაწყვიტა, რომ მოსკოვმა ქვყენის ტერიტორიის ორი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირისთვის" მიცმეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული მხარე მზად არის საქართველოსთან დიალოგის დაწყებისთვის, თუმცა ამას სააკაშვილის რეჟიმი ხელს უშლის. ლავროვის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან რუსეთს არ შეუწყვეტია და ეს გადაწყვეტილება თბილისმა მიიღო.
ამ წუთბეში სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები სხდმაზე 73 საკითხს განიხილავენ.