დღეს, 9 ივლისს ეკონომიკურისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 12 ობიექტზე, აქედან 9 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა, 3 ობიექტზე განაცხადი არ შესულა. კონკურენცია მხოლოდ 1 ობიექტზე დაფიქსირდა: ნინოწმინდა, სოფ. რადიონოვკას ტერიტორიაზე "ინიაკდაგის" ვულკანური წიდის გამოვლინება. ობიექტის გასაყიდი ფასი იყო 11 000 ლარი, საბოლოოდ კი ობიექტი 12 000 ლარად გაიყიდა.
ჯამში 9 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 192 324 ლარი შეადგინა.
აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ასევე, თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, გარდაბანში, სოფ. ახალი სამგორის ტერიტორიაზე "ახალი სამგორის" გაჯის გამოვლინება, საჩხერეში, სოფ. იტავაზას ტერიტორიაზე "იტავაზას" კვარციანი ქვიშის (უბანი №3) საბადო, ნინოწმინდაში, სოფ. რადიონოვკას ტერიტორიაზე "ინიაკდაგის" ვულკანური წიდის გამოვლინება, ნინოწმინდაში, სოფ. რადიონოვკას ტერიტორიაზე "ინიაკდაგის" ვულკანური წიდის გამოვლინება, საჩხერეში, სოფ. ბაჯითის ტერიტორიაზე "ბაჯითის" კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადო, გარდაბანში, სოფ. ბირლიკის ტერიტორიაზე "გარდაბნის" ქვიშის გამოვლინება, მარნეულში, სოფ. ყიზილაღჯლოს ტერიტორიაზე "ყიზილაღჯლოს" ბაზალტის გამოვლინება, წალკა, სოფ. ედიკილისას ტერიტორიაზე "ედიკილისას" ვულკანური წიდის საბადო.