ყატარში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა ყატარის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი უძრავი ქონების საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდება. გაიმართება ასევე შეხვედრა სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
გუშინ ბოლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა ყატარის პრემიერთან გამართა. საქართველო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან სავარაუდოდ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელოდება.